სასწავლო პროექტი


                                           სასწავლო პროექტი

სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების, მათ პიროვნულ და სოციალურ განვითარების და თვითაქტუალიზაციას. სწორედ ამის გათვალისწინებით გადავწყვიტე, განმეხორციელებინა საკლასო პროექტი სახელწოდებით ,, ვიყოთ ზღაპრის გმირები“ ამ თემის შერჩევა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა, ერთ- ერთი გახლავთ ის, რომ ეს თემა მოცემული არის სახელმძღვანელოში ,,New building blocks 4” რამდენიმე გაკვეთილში, მოსაწყენი და ერთფეროვანი, რომ არ ყოფილიყო ჩემი მოსწავლეებისთვის აღნიშნული თემა, გადავწყვიტე პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტიობება: მულტფილმების ყურება პოსტების სახით წარმოგვედგინა ზღაპრების გმირები.
პროექტის აქტუალობა: თემა მოცემული არის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს New building blocks 4” რამდენიმე გაკვეთილში.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებში მოხდეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება. მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება.მოძიებული ინფორმაციით შეძლებენ პოსტების დამზადებას და პრეზენტაციის გაკეთებას ზღაპრის გმირებზე.

პროექტის მეთოდები და ამოცანები:
·         ჯგუფური მუშაობა
·         თანამშრომლობა (მოსწავლე-მოსწავლე, მასწავლებელი-მოსწავლე)
·         პრეზენტაცია, კომუნიკაცია.
·         ინტერნეტთან მუშაობის მეთოდი, საპრეზენტაციო მასალის მოძიება, დამუშავება, გაანალიზება.
·         პრეზენტაციის, პოსტერის შექმნა.

პროექტში მონაწილე: 4 მოსწავლე. სსმმ არ არის.

პროექტის განხორციელების შესაძლო ხარვეზები და რისკები და მათი თავიდან აცილების გზები: დახატვა, რაც უფრო კლასელების დახმარებით დაძლია.
რადგან პროექტი რამდენიმე გაკვეთილი გრძელდებოდა არსებობდა რისკი, რომ მოსწავლეების ინტერესი შესუსტდებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე იყო შედგენილი და დაგეგმილი, რომ დაინტერესებამ არა თუ იკლო არამედ მოიმატა კიდეც.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში მოხდება ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები.

პროექტის განხორციელების დრო და ვადა:  2018 წლის ნოემბერი 2 კვირა
სასწავლო მასალა და რესურსები: ინგლისურის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, საწერი საშუალებები, წებო, ფურცლები, ფლიფჩართი.


საგნობრივი სტანდარტი: Iუცხ. დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/ყურება და გაგება.
Iუცხ. დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილის დაცვით წარმოთქმა.
Iუცხ. დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
Iუცხ. დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების აქტივობების შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.
Iუცხ. დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა და გაგება.
Iუცხ. დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული ნორმების დაცვა; მოდელის მიხედვით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტების შედგენა
Iუცხ. დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერითი მეტყველების აქტივობის შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.

პროექტის განხორციელების წინაპირობები: მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ საბაზისო უნარ-ჩვევების ( წერითი, კითხვითი და ზეპირმედტყველებითი), თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება ( კომპიუტერის საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოძიება) .

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტიობები:




შესრულრბის დრო
ეტაპი
საქმიანობა
პასუხისმგებელი
     პირი
I კვირა
II კვირა

სპექტაკლის თემის მოსწავლეებისთვის გაცნობა და პროექტის დაგეგმვა
მასწავლებელი
    1 დღე


სპექტაკლისთვის ტექსტის თარგმნა ინგლისურ ენაზე
მასწავლებელი
          2 დღე


სპექტაკლის როლების გადანაწილება
მოსწავლეები
მასწავლებელი
         1 დღე


როლების გააზრებისათვის მულტფილმის ყურება.
მოსწავლეები
          1 დღე


სპექტაკლის მზადების რეპეტიციები.
მოსწავლეები
მასწავლებელი

               4 დღე

სპექტაკლის ჩატარება.
მოსწავლეები

               1 დღე










No comments:

Post a Comment