გაკვეთილის გეგმა. კლასი მეორე.ინგლისური ენა




                                                           გაკვეთილის გეგმა


მასწავლებელი: მერი ბარდაველიძე

საგანი: ინგლისური

კლასი: II

დრო:   40 წთ.

ჩატარების თარიღი:

მოსწავლეთა პროფილი: 4 მოსწავლე. სსსმ არ არის
.
გაკვეთილის ტიპი: სტანდარტული გაკვეთილი.

გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლეები დაასახელებენ ინგლისურად რა აცვიათ მათ და თარგმნიან ქართულად.
·         მოსწავლეები უპასუხობენ დასმულ კითხვებზე.
·         მოსწავლეები მოუსმენენ მცირე ზომის ტექსტს და ავსებენ გამოტოვებულ სიტყვებს.
·         მოსწავლეები აფერადებენ ტანსაცმელებს, მიაწერენ ფასებს და გაითამაშებენ როლურ თამაშს.
·         
.ს.გ სტანდარტი: Iუცხ. დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/ყურება და გაგება.
                                Iუცხ. დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილის დაცვით წარმოთქმა.
                                Iუცხ. დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა; მარტივი თემატიკის გარშემო საუბარი.
                                Iუცხ. დაწყ.(I).9. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლოს სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილეობა.

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:  იციან ტანსაცმელების სახელები, 20-მდე რიცხვები . კონსტრუქციები There is/are.   How much is it cost?-რა ღირს? Have you got ....? -გაქვთ?მოსწავლეები ფლობენ განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენების ტექნიკას. ასევე აქვთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

შეფასება: განმავითარებელი შეფასება
რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, საწერი საშუალებები, ფლიჩართი, პოსტერი, თაბახის ქაღალდით დამზადებული ფული, წებო, გამოსაძახებელი ჩხირები.

გაკვეთილის მსვლელობა: გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა.

აქტივობა 1

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები დაასახელებენ რა აცვიათ
დრო: 5 წთ  (ინდივიდუალური)
აქტივობის აღწერა: კითხვა პასუხი. მოთელვა.  მოსწავლეებს ვაჩვენებ პოსტერს და ვეკითხები What is your warderobe? რა გაქვთ გარდერობში? What are you wearing? რა გაცვიათ?

აქტივობა 2

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას.
დრო: 5 წთ   (ინდივიდუალური)
აქტივობის აღწერა: თოკზე დამაგრებულია ტასაცმლის სურათები. მოსწავლეებს ვუსმევ კითხვას  What is it? რა არის ეს? What colour is it? რა  ფერისაა? და უპასუხებს ის მოსწავლე, რომლის სახელიც ამოვა გამოსაძახებელი ჩხირით. მოსწავლემ უნდა თქვას რა არის სურათზე და რა ფერისაა. It is ….    

აქტივობა 3

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები უსმენენ ტექსტს და ჩასვამენ მოცემულ სიტყვებს.
დრო: 5წთ  (ინდივიდუალური, წყვილებში მუშაობა)
აქტივობის აღწერა: სამუშაო რვეულიდან გვ. 61 # 2 მოსწავლეებს მოვასმენინებ ორჯერ ტექსტს და უნდა ჩასვან მოცემული ტასაცმლის სახელები. წყვილებში გადაამოწმებენ  და შემდეგ ეკრანზე პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ სწორ ვარიანტს და გაასწორებენ.

აქტივობა 4

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები ამოჭრიან, გააფერადებენ ტასაცმელებს და გაითამაშებენ მაღაზიობანას.
დრო: 20 წთ   ( ჯგუფური მუშაობა)
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვაძლევ ტანსაცმელების სურათებს, მაკრატლებს, ფლომასტერებს, წებოს, ფულს. გააფერადებენ, მიუწერენ ფასებს 20 ლარის ფარგლებში. მიაკრავენ ტანსაცმლის სურათებს ფლიჩარტზე. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე იქნება გამყიდველი. დანარჩენი კი მყიდველები. გაითამაშებენ მაღაზიობანას.

სათადარიგო აქტივობა:
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები სეზონის მიხედვით დააწყობენ ტასაცმელებს.
აქტივობის აღწერა: დაფაზე გავაკრავ თვალსაჩინოებას ჩხირების საშუალებით გამოვიძახებ მოსწავლეს და ჩაწერს მოცემულ ტანსაცმლის სახელებს სეზონის შესაბამის გრაფაში.

გაკვეთილის შეჯამებასაშინაო დავალების მიცემა
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო – 5 წთ.
 მიზანიშესწავლილი  მასალის გაანალიზებაუკეთ გააზრება.

აქტივობის აღწერამოსწავლეებთან ერთად  ვაჯამებ გაკვეთილსშემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალებასვაფასებს წინასწარ გაცნობილი შეფასების რუბრიკით განმავითარებელი შეფასებით.

დავალების მიცემა:  სამუშაო რვეული გვ. 61 #3

                                                                 შეფასების რუბრიკა




     J
      K
     L
პირობის მოთხოვნების გააზრება.
ჯგუფმა სრულად  გაიაზრა პირობის მოთხოვნები.
ჯგუფმა ნაწილობრივ გაიაზრა პირობის მოთხოვნები
ჯგუფმა ვერ გაიაზრა პირობების მოთხოვნები.
დროის ლიმიტი
ჯგუფი ზუსტად იცავს დროის ლიმიტს.
ჯგუფს უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
ჯგუფმა ვერ იცავს დროის ლიმიტს.
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი არის აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი. ჯგუფის წევრებს შორის არის პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი არის აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობა არის.
ჯგუფის წევრები არ აქტიურობენ, ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო.
ურთიერთქმედებისა და აზრთა უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გააზრების უნარი.
არ გაჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი.





სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფ. გლოლის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის მერი ბარდაველიძის მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილის რეფლექსია

2019 წლის 5 ივნის II  კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე ,,ტანსაცმელები“. გაკვეთილის მიზანი იყო:მოსწავლეები დაასახელებენინგლისურადრააცვიათმათდათარგმნიანქართულად.  მოსწავლეებიუპასუხობენდასმულკითხვებზე.  მოსწავლეებიმოუსმენენმცირეზომისტექსტსდაავსებენგამოტოვებულსიტყვებს.მოსწავლეებიაფერადებენტანსაცმელებს, მიაწერენფასებსდაგაითამაშებენროლურთამაშს.
გაკვეთილი განვახორციელე მიზნის შესაბამისი აქტიობებით და მეთოდებით. დროში ზუსტად მქონდა გაწერილი და ეფექტურად ვცვლიდი აქტივობების რიგითობას, რაც დამეხმარა გაკვეთილის საინტერესოდ  და მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის წარმართვაში. ვფიქრობ, რომ ვქმნიდი უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოს, თანაბრად ვაძლევდი კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას თითოეულ მოსწავლეს,ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას. ვასრულებდი ფასილიტატორის როლს.გამოყენებული მქონდა მრავალფეროვანი რესურსები.
    მოსწავლეებს  გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა.წინარე ცოდნის გასააქტიურებლად კითხვა-პასუხი  გამოვიყენე. რა გაქვთ გარდერობში? ჩხირების საშუალებით მოსწავლეებს ვკითხე ტანსაცმლის სახელები და ფერები. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ამ აქტიობაში. შემდეგ ტექსტი მოვასმენინე ორჯერ, სადაც ტანსაცმელების სახელები უნდა ჩაესვათ.  თუ დარჩებოდათ გამოტოვებული სიტყვები შეავსებდნენ წყვილებში. ამის შემდეგ ეკრანზე ვაჩვენე სწორი პასუხები. მოსწავლეებს განუვითარდათ მოსმენის, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.
            მოსწავლეებს მივეცი ტანსაცმლის სურათები, წებო, მაკრატელი, ფლომასტერები, ფლიჩართი ჯგუფური სამუშაოდ. მოსწავლეებს უნდა დაეჭრა ტანსაცმლის სურათები, მიეწერა ფასები და დაეკრა ფლიჩართზე და შემდეგ მოსწავლეებმა  გაეთამაშებინათმაღაზიობანა. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე დაასახელეს გამყიდველად. მოსწავლეებმა შეძლეს პირობის მოთხოვნის გააზრება, დროის ლიმიტის დაცვა, განუვითარდათ თანამშრომლობითი უნარი.

            გაკვეთილის მსვლელობისას რა თქმა უნდა, გამოვლინდა ხარვეზები, რაც მე ჩვეულებრივი თანმდევი მოვლენა მგონია. გამოიკვეთა, რომ როლურ თამაშის ,,მაღაზიობანას“ გათამაშების დროს მოსწავლეებს გაუჭირდათ სიტვაციისთვის ადეკვატური სიტყვების გახსენება და გამოყენება. ვეხმარებოდი ხოლმე ამ სიტყვების, წინადადებების გახსენებაში. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად შემდგომში ხშირად დავგეგმავ აქტივობებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ინგლისურის ცხოვრებისეულ სიტვაციაში გამოყენებას.მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინი და ვფიქრობ დასახულ მიზანს მივაღწიე. მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ.




No comments:

Post a Comment