გაკვეთილის გეგმის ნიუშები




სამოდელო  გაკვეთილის გეგმა


მასწავლებელიმერი ბარდაველიძე

საგანი: ინგლისური ენა
 
კლასიIII
თემა: seasons ,, სეზონები

დრო: 45 წთ.

ჩატარების თრიღი: 5აპრილი. 2019წ.

მოსწავლეთა პროფილი: 4  მოსწავლე, სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
გაკვეთილის ტიპისტანდარტული გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი:

·         მოსწავლეები გაიხსენებენ და განმარტავენ თემასთან დაკავშირებულ სიტყვებს და გამოიყენებენ საჭიროებისამებრ.
           მოსწავლეებმა უნდა დაასახელო დასმულ კითხვებზე პასუხები.
·         მოსწავლეები კითხულობენ და აანალიზებენ მცირე ზომის ტესტებს, ავსებენ გამოტოვებულ სიტყვებს, ადარებენ სწორ ვარიანტებს და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს .
·         მოსწავლეები კითხულობენ და თარგმნიან მცირე ზომის ტექსტს.
·         მოსწავლეები მუშაობენ უცხო სიტყვათა ლექსიკონზე. ამოიცნობენ ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე უცხო სიტყვების მნიშვნელობებს.
·         მოსწავლეები ააწყობენ დაშლილ დიალოგს.
·         მოსწავლეები შეძლებენ დაკარგულ სიტყვების მონახვას თვალსაჩინოებაზე.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
Iუცხ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
Iუცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
საჭირო წინარე ცოდნა  და უნარ-ჩვევები:
   მოსწავლეებმა  იციან   თემასთან დაკავშირებული სიტყვები, თვეები და სეზონის სახელები , მოსწავლეები     ფლობენ  განმავითარებელი  შეფასების  რუბრიკის  გამოყენების ტექნიკას. ასევე აქვთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; წერითი უნარ-ჩვევები.
შეფასება და თვითშეფასება:
გამოვიყენებ  განმავითარებელ შეფასებას;
მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება:  ჯგუფური მუშაობა.
შეფასების  რუბრიკები გაკვეთილის  გეგმას თან ერთვის;
სასწავლო მასალა და რესურსები:
 მე–3 კლასის სახელმძღვანელო, კომპიუტერიპროექტორი, Power-Point-ის პრეზენტაცია, ვიდეო რესურსი, სამუშაო ფურცლები, საწერი საშუალებები სამუშაო რვეული. გამოსაძახებელი ჩხირები, თვალსაჩინოება, დაჭრილი დიალოგი.
გაკვეთილის მსვლელობა;
 საორგანიზაციო საკითხები, გაკვეთილის თემისმიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო ,დრო –  3 წთ
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს, ვახდენ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. კითხულობ  სიას, მოსწავლეებთან ერთად აღვწერ შეფასების ფორმებს და  რუბრიკებს, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესში.   განვაწყობ იმისთვის, რომ მათ მოუწევთ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა სქემებისა შევსებაშექმნა, რის შედეგადაც მათ განუვითარდებათ ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების უნარი (სემიოტიკური კომპეტენცია).
აქტივობა.1იდეოს ყურება
აქტიობის მიზანი: მოსწავლეეები უყურებენ და გაიხსენებენ სეზონების და თვეების სახელებს
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო  – 2 წთ.
ასევე მასწავლებელი პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შესაქმნელად მოსწავლეებს შეხსენების მიზნითვ აჩვენებ ვიდეოს.

აქტივობა.2 გონებრივი იერიში 5 წთ

აქტივობის მიზანიმოსწავლეებმა გასცენ კითხვებზე პასუხი..
აქტივობის აღწერა:კლასში ვსვამ თემა ,,სეზონის შესახებკითხვებს , მოსწავლეები პასუხობენ და დაფაზე ვავსებ აზრთა რუკას.კითხვა პასუხი. ,,გონებრივი იერიშისეზონი.
 Which are  the seasons?
What are the names of the seasons?
How many months are in year?
What are the names of the months?
What’s your favorite season?

აქტივობა:3 ახალი მასალაზე გადასვლა
კლასის ორგანიზების ფორმა - წყვილებში მუშაობა
დრო – 10წთ.
აქტივობის       მიზანი: მოსწავლეები შეავსებენ ტექსტში გამოტოვებულ  სიტყვებს.

აქტივობის აღწერა:(დაკარგული სიტყვები) მოსწავლეებს ვაჯგუფებ გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით და ვაძლევ დაბეჭდილ ტექსტს. A და  B ტექსტს. რაცტექსტში წერია B ტექსტში აკლია და რაც  B ტექსტში წერიატექსტში აკლია.მოსწავლეები ჯდებიან ერთმანეთთან ზურგით და საუბრობენ ერთმანეთში, ავსებენ გამოტოვებულ ადგილებს . შემდეგ ეკრანზე ვაჩვენებ ტექსტს სადაც გამუქებულია ჩასასმელი სიტყვები და შეძლებენ ტექსტის გასწორებას.

აქტივობა.4 იგივე ტექსტის მოსმენა და თარგმნა
 კლასის ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი
დრო – 10 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს სეზონის შესახებ და შეძლებენ მასწავლებლის დახმარებით თარგმნას..
აქტივობის აღწერა ვასმენინებ იგივე ტექსტს და თვალს აყოლებენ სახელმძღვანელოშივაკითხინებ (ხმამაღალი კითხვა) ინდივიდუალურად და მოსწავლეებს ვეხმარები ტექსტის თარგმანში , უცხო სიტყვებს დაფაზე ვწერ და განუმარტავ (ტექსტის დამუშავება).
აქტივობა. 5
 კლასის ორგანიზების ფორმა - ჯგუფური მუშაობა
დრო – 10  წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაალაგებენ დიალოგს ლოგიკური თანმიმდევრობით და გააკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობის აღწერამოსწავლეებს მივცემ დაჭრილ დიალოგს (სეზონის შესახებ) და უნდა ააწყონ ლოგიკურად. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას.

აქტივობა.7 სიტყვების მოძებნა
 კლასის ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალურად
დრო – 3 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები მოძებნიან ასოებში სეზონის სახელებს.
აქტივობის აღწერათვალსაჩინოებაზე არის ასოები სადაც მოსწავლეებმა უნდა მონახოს სეზონის სახელები გააფერადოს და შემოხაზოს.

აქტივობა.7 სათადარიგო აქტიობა
 კლასის ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალურად

აქტივობის აღწერასამუშაო რვეულში  გვ. 73 შეასრულებენ სავარჯიშო 2 Help Ronnie match sentences. დაეხმარებიან რონის წინადადების მონახვაში


აქტივობა.6.გაკვეთილის შეჯამება, საშინაო დავალების მიცემა
კლასის ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
დრო – 2 წთ.
აქტივობის მიზანიშესწავლილი  მასალის გაანალიზება. უკეთ გააზრება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებთან ერთად  ვაჯამებ გაკვეთილს, შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალებას. ვაფასებს წინასწარ გაცნობილი შეფასების რუბრიკით განმავითარებელი შეფასებით..საშინაო დავალების მიცემისას მოსწავლეებს აძლევ არჩევანის თავისუფლებას:

1.       დაწერეთ თქვენი საყვარელი სეზონის შესახებ ან
2.       დახატეთ თქვენი საყვარელი სეზონი



                                                      თვითშეფასების რუბრიკა



                                                   მოსწავლის შეფასების რუბრიკა



 


შეფასების საგანი


ტექსტის წაკითხვა და გაანალიზება, ტექსტის შევსება, შედარება სწორ ვარიანტთან და მსჯელობა.
მოსწავლე კითხულობს მცირე ზომის ტექსტს და აანალიზებს, პოულობს დაკარგულ სიტყვებს და სვავს ტექსტში შესაბამისად. ტექსტს ადარებს სწორ ვარიანტს და მსჯელობს მის შესრულებულ სამუშაოზე
მოსწავლე კითხულობს ტექსტს მაგრამ ზოგჯერ არასწორად გამოთქვამს სიტყვებს, აანალიზებსპოულობს თითქმის ყველა სიტყვას  და ცდილობს იმსჯელოს შესრულებუ სამუშაოზე.
მოსწავლე ვერ კითხულობს სწორად , ვერ აანალიზებს.ვერ პოულობს დაკარგულ სიტყვებს და ვერ მსჯელობს შესრულებულ სამუშაოზე

ტექსტის თარგმნა
მოსწავლე თარგმნის ტექსტს , იწერს მისთვის  უცხო სიტყვებს ლექსიკონში
მოსწავლე მცირე შეცდომებს უშვებს თარგმნის დროს.
მოსწავლე ვერ თარგმნის ტექსტსს


                                          



სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფ. გლოლის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის მერი ბარდაველიძის მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილის რეფლექსია



2019 წლის 5 აპრილს მე-3 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე ,,სეზონი“. გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეები გაიხსენებენ და განმარტავენ თემასთან დაკავშირებულ სიტყვებს და გამოიყენებენ საჭიროებისამებრ. მოსწავლეებმა უნდა დაასახელოს დასმულ კითხვებზე პასუხები. მოსწავლეები კითხულობენ და აანალიზებენ მცირე ზომის ტესტებს, ავსებენ გამოტოვებულ სიტყვებს, ადარებენ სწორ ვარიანტებს და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. მოსწავლეები კითხულობენ და თარგმნიან მცირე ზომის ტექსტს. მოსწავლეები მუშაობენ უცხო სიტყვათა ლექსიკონზე. ამოიცნობს ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე უცხო სიტყვების მნიშვნელობებს. მოსწავლეები ააწყობენ დაშლილ დიალოგს. მოსწავლეები შეძლებენ დაკარგულ სიტყვების მონახვას თვალსაჩინოებაზე. გაკვეთილი განვახორციელე მიზნის შესაბამისი აქტიობებით და მეთოდებით. დროში ზუსტად მქონდა გაწერილი და ეფექტურად ვცვლიდი აქტივობების რიგითობას, რაც დამეხმარა გაკვეთილის საინტერესოდ  და მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის წარმართვაში. ვფიქრობ, რომ ვქმნიდი უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოს, თანაბრად ვაძლევდი კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას თითოეულ მოსწავლეს , ვახალისებდი მათ  თითოეულ სწორ პასუხს, არასწორს კი- ვუმეორებდი კითხვას, ვაძლევდი მინიშნებას. ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას. ვასრულებდი ფასილიტატორის როლს. გამოყენებული მქონდა მრავალფეროვანი რესურსები.

    მოსწავლეებს  გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა. გამოწვევის ფაზა ვიდეოს ყურებით დავიწყე და წინარე ცოდნის გასააქტიურებლად კითხვა-პასუხით  შევავსეთ აზრთა რუკა. ჩხირების საშუალებით მოსწავლეები დავაწყვილე და მივეცი A და B ტექსტი ,, ჩემი საყვარელი სეზონი“ (ერთიდა იგივე ტექსტი), მაგრამ სხვადასხვა სიტყვები იყო A და B ტექსტში გამოტოვებული. მოსწავლეები ერთმანეთთან ზურგით ისხდნენ და უნდა შეევსოთ გამოტოვებული სიტყვები მეწყვილეს ნაკარნახევიდან . მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ამ აქტიობაში. შემდეგ შეადარენ სწორ ვარიანტს და გამოთქვენ თავიანთი მოსაზრებები შესრულებულ დავალებაზე. შემდეგ იგივე ტექსტი მოვასმენინე და თარგმნეს (ხმამაღალი კითხვა), უცხო სიტყვები ამოწერეს. მოსწავლეებს განუვითარდათ მოსმენის, კითხვითი უნარ-ჩვევები.

            მოსწავლეებს მივეცი დაშლილი დიალოგი ჯგუფში სამუშაოდ. მოსწავლეებმა შეძლეს სწორად აეწყოთ დაშლილი დიალოგი. განუვითარდათ თანამშრომლობითი უნარი.ჯგუფიდან ერთ მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია. ბოლო აქტიობა იყო სეზონების სახელების მონახვა თვალსაჩინოებაზე. მოსწავლეები გამოვიყვანე თვალსაჩინოებასთან ჩხირების საშუალებით და ფერადი მარკერებით აფერადებდნენ სეზონის სახელებს.

            გაკვეთილის მსვლელობისას რა თქმა უნდა, გამოვლინდა ხარვეზები, რაც მე ჩვეულებრივი თანმდევი მოვლენა მგონია. გამოიკვეთა, რომ ერთ მოსწავლეს გაუჭირდა მეორე აქტივობაში გამოყენებული სქემის შესასრულებლად მიცემული ინსტრუქციის  გაგება, ამ ხარვეზის გამოსასწორებლად შემდგომში აქტივობის შესრულებისას ინსტრუქციას მათვის გასაგებად  ავუხსნი, ასევე დამაზუსტებელი კითხვებით შევამოწმებ გაიგეს თუ არა კონკრეტულ სქემისთვის გამოყენებული ინსტრუქცია. ეს ეხებოდა სხვის მაგივრად კითხვაზე პასუხის გაცემას. რამდენჯერმე მომიწია მოსწავლისათვის შენიშვნის მიცემა. მართალია მიზნის გასვლაში ხელი არ შეუშლია, მაგრამ მეტ ყურადღებას მივაქცევ ქცევის წესებს .მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინი და ვფიქრობ დასახულ მიზანს მივაღწიე. მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ.


















No comments:

Post a Comment